пятница, 27 февраля 2015 г.

დღე მეექვსე

                                                               რეფლექსია
დღეს მოსწავლის როლი მოვირგეთ
ვისწავლეთ სასწავლო ნიმუშების შექმნა, კერძოდ შევადგინეთ პრეზენტაციის სლაიდები, და მისი კორექტირება,რა არის მთავარი პრეზენტაციაში, მთავარი კითხვა ,პრობლემის გამოჩენა, გადაჭრის გზები, კვლევა რეკომენდაცია ეს ყველაფერი ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან გამოვიყენებ პროექტებზე მუშაობისას.საინტერესო იყო დიაგრამების აგება.პროცენტულობის გამოსახვა რაც ჩემს საგანთან მჭიდრო კავშირშია და ვთვლი რომ აუცილებლად უნდა ვიცოდე.
 ასევე განვიხილეთ პრეზენტაციის ნიმუშები ,რაც ხელს შემიწყოფს შემდეგში სრულყოფილად ვიმუშაო. განვაზოგადეთ შეფასების სქემა-რუბლიკა,რაც დამეხმარება შეფასების სქემის შედგენაში

понедельник, 23 февраля 2015 г.

დღე მეხუთე

დღეს კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი სასწავლო პროექტის გეგმას, შეფასების რუბრიკების საშუალებით ,( სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა, პორტფოლიოს რუბრიკა,მიმართემემის მიმცემი რუბრიკა) დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა.რამაც დამარწმუნა იმაში თუ რამდენად მნიშვნელოვანია წინასწარ მომზადებული რუბრიკების მიზნობრივი გამოყენებვა რათა თავიდან ავიცილოთ თემიდან გადახვევის შესაძლებლობები.ზუსტად პასუხობდეს ინდიკატორის შესაბამისად გეგმის საფეხურები. . გავეცანი საავტორო უფლებებს გამოყენებას და მ,ნიშვნელობას.მივხვდი თურმე როგორ ვარღვევდი წესებს :-) . გავერკვიე როგორ ხდება მისამართების გადმოწერა, და ასევე გავიგე სად უნდა მოვძებნო.
  გავეცანი  ონლაინ საკომუნიკაციო რეჟიბებს,კერძოდ  ონლაინ კოლაბირაციას, ელექტრონული ფოსტას,  და  სხვა. დავრწმუნდი რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროგრამები.

пятница, 20 февраля 2015 г.

დღე მეოთხე

დღეს გავიგე დროში გაწერილი შეფასება. ვიმუშავე შფასების ცხრილის შედგენაზე, რასაც პროექტზე მუშაობისას გამოვიყენებ.ასევე განვიხილეთ პროექტის ინსტრუმენტი. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, შევავსე შაბლონი გადავწერე დრაივში და შევინახე, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რადგან  კარგად დავგეგმო და ჩავატარო პროექტ გაკვეთილები, რაც ხელს შეიწყობს მოსწავლეებს სხვადასხვა უნარების განვითარებას.

четверг, 19 февраля 2015 г.

დღე მესამე

დღევანდელი დღე ჩემთვის საინტერესო იყო რადგან, გავერკვიე ზოგიერთ საკითხებში კერძოდ, გადმოვწერეთ და განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონები. ვიმუშავე პროექტის გეგმაზე, მოვიძიე საკვანძო სიტყვები რაც დამეხმარა გეგმის ჩამოყალიბებაში რასაც გამოვიყენებ საჭიროებისამებრ.

среда, 11 февраля 2015 г.

დღე მეორე

დღევანდელი მეცადინეობა ჩემსთვის დასამახსოვრებელია, რადგან ვისწავლე პუბლიკაციების შექმნა, ასევე გაზეთებისა და ბუკლეტების შექმნა, რაც დამეხმარება სასწავლო პროცესის კარგად წარმართვისათვის საჭიროების შემთხვევაში. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პროექტის გეგმის მიმოხილვა, რადგან გავიგე თუ რამდენად საჭიროა და აუცილებელი პროექტები, პროექთტების პორტფოლიოს ჩეკლისტი, მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ პროექ-გაკვეთილების მომზადებისას. მიუხედავად იმისა რომ ვორდში ვიცოდი მუშაობა, დღეს გავიფართოვე წარმოდგენა და ცოდნა, ვორდის შესაძლებლობაზე,
  რეფლექსია

ინტელის ტრენინგის პირველი დღე ჩემთვის საინტერესო იყო,რადგან  ვნახე რამდენიმე პროექტი,რომელიც მიმოვიხილეთ ჩავწვდი სიღრმისეულად.მომეწონა ელექტრონული წიგნები,ვინაიდან უამრავი საინტერესო და სასწავლო თემებია, რომელიც განხილულია როგორც თეორიული მასალით, ასევე ფოტო სურათებითა და ვიდეო მასალით.ამასთან ერთად შეგვიძლია ვნახოთ პრაქტიკულად,რაც ვიზუალურად კარგად დასამახსოვრებელია. ანუ ცოდნის  გაფართოებაში გვეხმარება.მომეწონა ონლაინ რეჟიმში მოშაობა,კერძოდ დრაივში მუშაობა,ვინაიდან ჩემს მიერ შექმნილი ნამუშევარი არ გაუქმდება და ზედმეტი მუშაობა არ დამჭირდება,აგრეთვე თავს ავარიდებ ნერვიულობას ამ საკითხთან დაკავშირებით.და შენახულ ნამუშევარს გამოვიყენებ ნებისმიერ დროს საჭიროების შემთხვევაში.