воскресенье, 29 ноября 2015 г.

ღონისძიება ,,წმინდა გიორგის ბრწყინვალე დღესასწაული''

                      ღონისძიება
  თემა
,, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული’’  
სწავლების საფეხური
მე-V კლასი
ჩატარების თარიღი
20.11.2015
მოსწავლეთა რაოდენობა
26
გამსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
არ არის
მიზნები
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ კლასგარეშე ინფორმაციის მოპოვება და ორგაიზება. უნდა გაიღრმავონ ცოდნა წმინდა გიორგის ცხოვრებაზე და მოღვაწეობის დეტალებზე. მოსწავლეებში ქრისტიანული რწმენის განმტკიცება, რწმენისადმი სიყვარულის და პატივისცემის გრძნობის უნარის გაღრმავება,რათა თავიდან ავიცილოდ არა სახარბიელო ქცევები მოსწავლეთა მხრიდან. რელიგიური ფუნქციების გაანალიზება. XXI  საუკუნის უნარების განვითარება. თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება. შეძლონ ინფორმაციის დასწავლა, ისწავლონ თანამშრომლობა და  მეგობრობა.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი
მოსწავლე საუბრობს გაბმულად და გასაგებად მისთვის ნაცნობ თემებზე. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს რელიგიის როლი ქვეყნის განვითარებაში. დააკავშიროს წარსულისა და თანამედროვე ცხოვრებაში არსებული რელიგიური პროცესები ერთმანეთთან. განამტკიცოს და გააღრმავოს ქრისტიანული რწმენა.
კლასის ორგანიზება
წინასწარ ამზადებენ მოსწავლეები საჭირო ინფორმაციას, სურათებს, ნახატებს, სწავლობენ საგალობლებს. მაგიდაზე ალაგებენ ქრისტიანული რელიგიის სიმბოლოებს: ჯვრებს, ხატებს, სანთლებს და ეკლესიებს. წინასწარ ამზადებენ აპარატურას ფილმებიდან ნაწყვეტების საჩვენებლად. სლაიდ შოუს წარმოსადგენად.
აქტივობა
ღონისძიება იწყება საგალობლით მუსიკის ფონზე. განსაზღვრავს მიზანს, თემას და აქტუალობას. მოსწავლეებს აქვს თავიანთი სიტყვები, გამონათქვამები, ლექსები, საგალობლები, ლოცვები, პალალელურად ხდება სლაიდ შოუს ჩვენება. მოსწავლეებს გიორგი დევაძესა და გიორგი სურმანიძეს გადავეცით მისალოცი ბარათი რითაც ვულოცავთ გიორგობის დღესასწაულს.
საგანმანათლებლო რესურსები
ტექნიკა და ინსტრუმენტები, კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტო და ვიდეო აპარატურა. პლაკატი სურათები, თვალსაჩიოებები, წმინდა გიორგის ხატები, სანთლები, დროშები, საქართველოს გერბი, მისალოცი ბარათები.




Комментариев нет:

Отправить комментарий