четверг, 14 января 2016 г.

საახალწლო ზეიმი




                                                            საახალწლო ზეიმი
                                 ზღაპარი,,მზინარე მზეთუნახავი''
კლასი: V
თემა:    საახალწლო ზღაპარი ,,მძინარე მზეთუნახავი''
მიზანი: საახალწლო განწყობის შექმნა,მოსწავლეთა შემოქმედებითი და წარმოსახვითი                     უნარების განვითარება,პოლი-ლინგვისტური უნარების განვითარება, 21-                             საუკუნის უნარების განვითარები.
მომზადების პერიოდი: 1 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე
ჩატარების დრო: 2015 წლის  25 დეკემბერი
აქტივობები: 1) სცენის მოწყობა, გალამაზება,
2) მოსწავლეები სცენაზე შემოსლა მუსიკის ფონზე
3) სახალწლო სიმღერის ,,ჯინგულბელზ'' ინგლისურ ენაზე შესრულება
4) საახალწლო ლექსების წაკითხვა ინგლისურ ენაზე
5) მშობლიურ ენაზე ახალი წლის მილოცვა     (თოვლის ბაბუა,მეკვლე, ახალი    წელი, ფიფქია)                            
6) ლექსების წაკითხვა
7) სიმღერა ახალ წელზე ,,თოვს,თოვლი მოდის“
8) ,,დღეს 25 დეკემბერია: მოკლე ინფორმაცია ქრისტეს შობის შესახებ
9) სიმღერა ,,ოცდახითსა დეკემბერსა''
10) ზღაპრის  მსვლელობა
11) ცეკვა-განდაგანა, დავლური, მთიულული, ხევსურული
12)სიმღერა-,,იავნანა“
13) ცეკვა

რესურსები,რეკვიზიტები: საახალწლო აქსესუარები,აკვანი,თოჯინა,კომპიუტერული ტექნიკა, განათება, ნაძვის ხე და სხვა.

воскресенье, 29 ноября 2015 г.

ღონისძიება ,,წმინდა გიორგის ბრწყინვალე დღესასწაული''

                      ღონისძიება
  თემა
,, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული’’  
სწავლების საფეხური
მე-V კლასი
ჩატარების თარიღი
20.11.2015
მოსწავლეთა რაოდენობა
26
გამსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
არ არის
მიზნები
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ კლასგარეშე ინფორმაციის მოპოვება და ორგაიზება. უნდა გაიღრმავონ ცოდნა წმინდა გიორგის ცხოვრებაზე და მოღვაწეობის დეტალებზე. მოსწავლეებში ქრისტიანული რწმენის განმტკიცება, რწმენისადმი სიყვარულის და პატივისცემის გრძნობის უნარის გაღრმავება,რათა თავიდან ავიცილოდ არა სახარბიელო ქცევები მოსწავლეთა მხრიდან. რელიგიური ფუნქციების გაანალიზება. XXI  საუკუნის უნარების განვითარება. თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება. შეძლონ ინფორმაციის დასწავლა, ისწავლონ თანამშრომლობა და  მეგობრობა.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი
მოსწავლე საუბრობს გაბმულად და გასაგებად მისთვის ნაცნობ თემებზე. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს რელიგიის როლი ქვეყნის განვითარებაში. დააკავშიროს წარსულისა და თანამედროვე ცხოვრებაში არსებული რელიგიური პროცესები ერთმანეთთან. განამტკიცოს და გააღრმავოს ქრისტიანული რწმენა.
კლასის ორგანიზება
წინასწარ ამზადებენ მოსწავლეები საჭირო ინფორმაციას, სურათებს, ნახატებს, სწავლობენ საგალობლებს. მაგიდაზე ალაგებენ ქრისტიანული რელიგიის სიმბოლოებს: ჯვრებს, ხატებს, სანთლებს და ეკლესიებს. წინასწარ ამზადებენ აპარატურას ფილმებიდან ნაწყვეტების საჩვენებლად. სლაიდ შოუს წარმოსადგენად.
აქტივობა
ღონისძიება იწყება საგალობლით მუსიკის ფონზე. განსაზღვრავს მიზანს, თემას და აქტუალობას. მოსწავლეებს აქვს თავიანთი სიტყვები, გამონათქვამები, ლექსები, საგალობლები, ლოცვები, პალალელურად ხდება სლაიდ შოუს ჩვენება. მოსწავლეებს გიორგი დევაძესა და გიორგი სურმანიძეს გადავეცით მისალოცი ბარათი რითაც ვულოცავთ გიორგობის დღესასწაულს.
საგანმანათლებლო რესურსები
ტექნიკა და ინსტრუმენტები, კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტო და ვიდეო აპარატურა. პლაკატი სურათები, თვალსაჩიოებები, წმინდა გიორგის ხატები, სანთლები, დროშები, საქართველოს გერბი, მისალოცი ბარათები.




среда, 11 марта 2015 г.

დღე მეცხრე

                                       რეფლექსია
მეცხრე დღე ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რადგან განვიხილეთ  სხვადასხვა პროექტები, შავმა და თეთრმმა ოპონენტებმა გააკეთეს კომენტარები,რაც დამეხმარება სასწავლო პროექტის სწორად  შედგენასა და დაგეგვაში. ვფიქრობ რომ ტრენინგი საკმაოდ შრომატევადია, ამიტომ  კრედიტების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს 2 ან 3 კრედიტს. ასევე ვფიქრობ რომ  ამ ტრენინგში  ჯგუფები ისე განაწილდეს რომ  ერთი სანის მასწავლებლები ერთ ჯგუფში იყოს, რადგან  პროექტების პრეზენტაცია სიღრმისეულ  ცოდნას მოგვცემს  და ადვილად გავართმევ თავს სასწავლო პროექტების შაბლონების შედგენას. მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგი ტრენერი გვყავდა და მადლობას ვუხდი გვანცას, მაინც არასაკმარისია სრულყოფილი ცოდნის მისაღებად ცხრა მოდული.მადლობა გვანცას ძალიან კარგი ადამიანია  და საკეთესო ტრენერია

среда, 4 марта 2015 г.

დღე მერვე

ტრენინგის მერვე დღე, ვუახლოვდებით დასასრულს. 
დღეს  განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვის დროს. ასევე, როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ჩემი და ჩემი მოსწავლეების პროდუქტულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის, გავერკვიე, როგორ ვიმუშაო ბლოგზე, როგორ შევცვალო მისი დიზაინი, დავამატო ბმულები და ა. 
დიდი მადლობა,გვანცა

понедельник, 2 марта 2015 г.

დღე მეშვიდე

მიმოვიხილეთ ჩვენი ნაშრომები, რომელიც მოსწავლის როლის  შემთხვევაში გავაკეთე. გავარჩიე ნამუშევარი მქონდა  შეცდომები. მოვახდინე მისი შესწორება და უფრო კარგად გავერკვიე
 ჩემს პედაგოგიური პრაქტიკაში გავითვალისწინებ შემდეგ სტრატეგიებს 
  • მოსწავლეებისთვის განსხვავებული მაგალითების შეთავაზება
  • სისტემის შექმნა მოსწავლეებისთვის, პროგრესის თვითმონიტორინგისთვის
  • არჩევანის შეზღუდვა პროექტებზე მუშაობის დროს
  • მოსწავლეებისთვის გარკვეული სტრატეგიების შეთავაზება (როგორიცაა გრაფიკული დამგეგმავის გამოყენება, სწავლის პროცესის ვიზუალური კომპონენტის გაძლიერებისთვის)
  • იარლიყების შეთავაზება, რაც მოსწავლეებს ცოდნის კლასიფიცირებასა და ორგანიზებაში დაეხმარება
მოდული 6-ის გარჩევის შემდეგ დავფიქრდი კიდევ ერთხელ და მივხდი რომ მოსწავლეთა სწავლების ხელშეწყობისთვის საჭიროა სწორად დაგეგმა ანუ
როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?

пятница, 27 февраля 2015 г.

დღე მეექვსე

                                                               რეფლექსია
დღეს მოსწავლის როლი მოვირგეთ
ვისწავლეთ სასწავლო ნიმუშების შექმნა, კერძოდ შევადგინეთ პრეზენტაციის სლაიდები, და მისი კორექტირება,რა არის მთავარი პრეზენტაციაში, მთავარი კითხვა ,პრობლემის გამოჩენა, გადაჭრის გზები, კვლევა რეკომენდაცია ეს ყველაფერი ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან გამოვიყენებ პროექტებზე მუშაობისას.საინტერესო იყო დიაგრამების აგება.პროცენტულობის გამოსახვა რაც ჩემს საგანთან მჭიდრო კავშირშია და ვთვლი რომ აუცილებლად უნდა ვიცოდე.
 ასევე განვიხილეთ პრეზენტაციის ნიმუშები ,რაც ხელს შემიწყოფს შემდეგში სრულყოფილად ვიმუშაო. განვაზოგადეთ შეფასების სქემა-რუბლიკა,რაც დამეხმარება შეფასების სქემის შედგენაში

понедельник, 23 февраля 2015 г.

დღე მეხუთე

დღეს კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი სასწავლო პროექტის გეგმას, შეფასების რუბრიკების საშუალებით ,( სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა, პორტფოლიოს რუბრიკა,მიმართემემის მიმცემი რუბრიკა) დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა.რამაც დამარწმუნა იმაში თუ რამდენად მნიშვნელოვანია წინასწარ მომზადებული რუბრიკების მიზნობრივი გამოყენებვა რათა თავიდან ავიცილოთ თემიდან გადახვევის შესაძლებლობები.ზუსტად პასუხობდეს ინდიკატორის შესაბამისად გეგმის საფეხურები. . გავეცანი საავტორო უფლებებს გამოყენებას და მ,ნიშვნელობას.მივხვდი თურმე როგორ ვარღვევდი წესებს :-) . გავერკვიე როგორ ხდება მისამართების გადმოწერა, და ასევე გავიგე სად უნდა მოვძებნო.
  გავეცანი  ონლაინ საკომუნიკაციო რეჟიბებს,კერძოდ  ონლაინ კოლაბირაციას, ელექტრონული ფოსტას,  და  სხვა. დავრწმუნდი რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროგრამები.